Thursday, October 8, 2009

თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ირიცხება. მათ შორის, რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები. უმეტესი მათგანი, არ არის მატერიალურად უზრუნველყოფილი იქირაოს ან (უკეთეს შემთხვევაში) იყიდოს საცხოვრებელი ბინა. ამიტომ იძულებული ხდება დროებით იცხოვროს ნათესავებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან... სახელმწიფო (განთლების სამინისტრო) არ უზრუნველყოფს ასეთი სტუდენტების დაბინავებას. თბილისში არსებული‘’სტუდენტური ქალაქების ‘’ უმრავლესობა თავის ფუნქციას, ფაქტობრივად, აღარ ასრულებს. ამ შენობებში აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის შედეგად დევნილი ლტოლვილები არიან შესახლებულნი.
მინდა დავწერო და გავარკვიო, რატომ არ ხდება ამ თემაზე რეაგირება? აქვს თუ არა განათლების სამინისტროს გეგმა, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში აპირებს, რათა გაუადვილდეს ასეთ სტუდენტს ჩვენს ქალაქში განათლების მიღება და არ იფიქროს გაორმაგებული სწავლის საფასურის პარალელურად საყოფაცხოვრებო პრობლემებზე.

No comments:

Post a Comment