დღეს მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ‘’ეკონომიკის თავისუფლების აქტი“ წარადგინა, რაც მისი განცხადებით შეზღუდავს ხელისუფლების შესაძლებლობას გადაუხვიოს ლიბერალურ ეკონომიურ მიმართულებას.აქტი მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის. პრეზიდენტი აცხადებს:"საქარათველო უნდა ვაქციოთ მსოფლიოს ლიბერალური ეკონომიკის ნამდვილ ფლაგმანად და ამით შევქმნათ შედარებითი უპირატესობა დანარჩენ ქვეყნებთან მიმართებით“ ეს მცირედია იმ გრძელი გამოსვლიდან რაც რუსთვი2მა გადმოგვცა. ოპოზიციამ, როგორც მოსალოდნელი იყო მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტის გამოსვლა. რუსთავი2ზე და იმედზე ეს ინორმაცია ვერ მოვიპოვე. თუმცა, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო LENTA.RU-მ დაწერა ორივე მხარის კომენტარები. პრეზიდენტის თქმით,“ფორსბის“ საგადასახადო ტვირთის ინდექსის მიხედვით საქართველო მეწარმეზე არსებული საგადასახადო ტვირთის სიმცირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში და პირველ ადგილზეა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ახალი ამბავი ბეჭდური მედიიდან შევიტყე. სამწუხაროდ, არ ვიცი როგორ გადავამოწმო ეს ინფორმაცია. ამიტომ იძულებილი ვარ პრეზიდენტს დავუჯერო.

No comments:
Post a Comment