Monday, October 5, 2009

PIRVELIA:)

არ ვიცი თქვენთვის რამდენად საინტერესოდ ჟღერს საკანალიზაციო ჭის ხუფები. ჩემი დაკვირვებით, თბილისის გზებზე ხშირად შევხვდებით თავახდილ(მოპარულ,დაზიანებულ, ან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებულ) უხუფო ჭებს. პირადად მე, ეს ფაქტი დიდ დისკომფორტს მიქმნის. არადა გზების დაგებაში სწრაფი ტემპებით მივდივართ. გადავწყვიტე პატრულის თანამშრომელს გავსაუბრებოდი, რომელმაც ცივად მიპასუხა: იპარავენო. ესეც პატრული ხალხის სამსახურში. სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვებით მხოლოდ ის გავიგე, რომ არ სურდა ჩვენი დიალოგის გაგრძელება, გამოძახება მოიმიზეზა და სწრაფად გაუჩინარდა. თუ იპარავენ ხომ შეიძლება მისი განახლება, რომ თავიდან ავიცილოთ ისედაც თავზესაყრელი ავარიები. ამის შედეგად უამრავი მანქანაა დამტვრეული,არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ფეხითმოსიარულე ჩავარდნილი, ველოსიპედისტი,მოტოციკლისტი და უამრავი სხვა. პირადად მე გამოვცადე ამ . "კალოდცების" შედეგი. საბედნიეროდ მსუბუქად თავი მივარტყი, მაგრამ ჩემი მეგობარი ფინანსურად დაზარალდა. თავისი და კიდევ ორი ავტომობილის შეკეთებით. არანაირი სისწრაფე, უბრალოდ ჭას ააცილა მანქანა და საუბედუროდ უფრო ცუდი შედეგი მიიგო. უკვე წლებია ასეთ ჭებს ვაწყდები ათონელის ქუჩაზე, საბურთალოს ქუჩაზე წერეთლის გამზირზე და ბევრ სხვა ქუჩაზე. ჩემი აზრით, საჭიროა დადგან გამაფრთხილებელი ნიშნები ასეთი ჭების წინ. ვფიქრობ, მეტნაკლებად ავიცილებთ თავიდან ავარიულ სიტუაციებს. ერთი სახალისო ამბავიც მახსენდება, სკოლაში, სწავლის დროს ჩემი თანაკლასელი ჩავარდა ჭაში და გაიჭედა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა დავესიეთ მთელი კლასი და შემდეგი "შრომა" გაგვიცდა.(რა საჭირო იყო ეს გაკვეთილი დღემდე ვერ ვხვდები).კიდევ ბევრ მაგალითს მოვიყვანდი,მაგრამ ჯერ არ ვიცი რამდენად დაგაინტერესებთ ეს თემა.

No comments:

Post a Comment