Monday, March 21, 2011

სხვა გარდაცვალება








‘’ჩქარა ნიჩბები!!! ყველა გაოგნებული იყო და ხმას ვერ იღებდა. სიჩქარისგან დედამისს ზედ დაამარხეს“- სოფელ მარანაში, ომის პერიოდში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, სამი წლის შემდეგ, გარდაცვლილის მეუღლე ჯულიეტა სეთიშვილი გვიყვება. 49 წლის ჯიმშერ სომხიშვილს, გულის მანკი აწუხებდა და სტრესისგან გარდაიცვალა.

ქალბატონმა ჯულიეტამ, ომის დაწყების შესახებ, 6 აგვისტს შეიტყო. სოფელში ხმა გავარდა სახლებს ძარცვავენო, ამიტომ სომხიშვილებმა ყველა კარები ღია დატოვეს. 12 აგვისტოს მათ, სამი ჯარისკაცი ესტუმრა.ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი მიუშვირა და სახლში სთხოვა შეყვანა. ბატონმა ჯიმშერმა, რუსული არ იცოდა. მათ ჯულიეტას გამოჰკითხეს, ჰყავდათ თუ არა ოჯახში სხვა წევრი? რა სჭირდა მის მეუღლეს? და წასვლა დააპირეს. ქალბატონმა ჯულიეტამ ისინი გააცილა. სახლში შემოსულს ოთახები არეული დახვდა. ქმარი კი საშინლად ანერვიულებული. ქალბატონი ჯულიეტა იხსენებს, როგორ უკანკალებდა მის მეუღლეს მთელი სხეული და ტუჩები სულ ჩაშავებული ჰქონდა.

13 აგვისტოს დილას სოფლის მაცხოვრებლები ჯულიეტას ბაღის ბოლოში მდგარ რუსის ჯარისკაცებს მოელაპარაკნენ. რუსები მათ ცხინვალში გადაყვანას შეპირდნენ. შეკრება საღამოს დაიგეგმა.’’ხალხი ისეთი შოკირებული იყო ყველგან წავიდოდა’’-ამბობს ქალბატონი ჯულიეტა. მეუღლე ვერ დაიყოლია წასვლაზე. ბატონმა ჯიმშერმა იგი სახლიდან გააგდო და კარი ჩაუკეტა. გარეთ გასული ჯულიეტა შეკრებილი ხალხისკენ გაემართა. რამოდენიმე წუთში მას მეუღლეც გამოჰყვა: ‘’ მომდევდა, მესმოდა მისი გულის გახშირებული სუნთქვა, თითქოს ხროტინებდა, მივიხედე სკამზე დაჯდა და უცებ გადავარდა.’’ქალბატონი ჯულიეტა იხსენებს, როგორი გაოგნებული იყო და ხმას ვერ იღებდა. მეზობლებიც ვერ მიხვდნენ როგორ ემოქმედათ. მან იცოდა ვერ იყვირებდა, რუსების ჯარი ძალიან ახლოს იყო და ისედაც შეშინებულ ხალხს, უარესად ვერ ააღელვებდა.შემდეგ, ყველაფერი ჩუმად მოხდა. მეზობლებმა მისი მეუღლე პლედში გაახვიეს და დედამისს სისწრაფისგან ზედ დაამარხეს. ჯულიეტა ამბობს, რომ შოკისგან ვერ მიხვდა როგორ მოქცეულიყო, და დღმდე საშინლად განიცდის, რომ ვერ შეძლო ქმრის დატირება. დასაფლავების შემდეგ, სოფლის მცხოვრებლები რუსებისკენ გაემართნენ, მაგრამ მათ გადაწყვეტილება შეცვალეს და სოფლის მოსახლეობა უარით გამოისტუმრეს. რუსი ჯარისკაცები დაპირდნენ, რომ არაფერს დაუშავებდნენ. გამწარებულმა და უიმედოდ დარჩენილმა ხალმა სოფელ ნაწრეტისკენ აიღო გეზი. ჯულიეტა კი სოფელში დარჩა.. მენჯის ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და ყავარჯნებით დადიოდა. მთელი სხეული ძალიან სტკიოდა და მხოლოდ დგომა ან წოლა შეეძლო. შიშისგან სახლში ვერ შედიოდა და როგორც თვითონ ამბობს, მწოლიარე მდგომარეობაში, ოთხი ღამე ბაღში, ხის ქვეშ გაათნა . შემდეგ მარტოობას შეეჩვია და სახლშიც გაბედა შესვლა. სოფელში, მის უბანში, მხოლოდ ორი მოხუცებული და ერთი ბიჭი იყო. ბიჭის დახმარებით მან შეძლო მეუღლის გადმოსვენება. ამბობს, რომ აქამდე არც უფიქრია, მხოლოდ გადმოსვენების დროს შეატყო ქმარს რომ ფეხზეც კი არ ეცვა და საშინლად იყო გახრწნილი.

ჯულიეტა სეთიშვილი ამბობს, რომ მატერიალურად ძალიან უჭირს. მარტო დარჩენილი მწირ კომპენსაციაზეც კი თანახმა იყო, ოღონდ თავისი ქალიშვილი ერჩინა.

მეზობლებმა უთხრეს, რომ სოფელ ტყვიავში ვისაც კი ოჯახის წევრი დაუხვრიტეს ყველას დაეხმარებოდნენ. დახმარების იმედით, ჯულიეტა 5 სექტემბერს, სოფელ ტყვიავის რწმუნებულის სპეციალისტს, ნინო კორინთელს შეხვდა , რომელმაც ოქმი შეუდგინა.

ოქმში, რომელიც ქალბატონ ჯულიეტას დღმდე შენახული აქვს, წერია, რომ ჯიმშერ სომხიშვილი ნერვიულობის ნიადაგზე საომარი მოქმედებების დროს გარდაიცვალა. გამგებელს ომარ ხაბაზიშვილს უნდა გადაეწყვიტა ჯულიეტას ბედი. იგი ერთ კვირაში დაიბარეს. გორში მეორეჯერ ჩასულს სულ სხვა ოქმი დაახვედრეს, სადაც ეწერა, რომ მისი მეუღლე გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაიცვალა. ქალბატონი ჯულიეტა იხსენებს, როგორ დამცირებულად იგრძნო თავი. მან ბევრჯერ სცადა დაემტკიცებინა, რომ მისი მეუღლე ომის შედეგად გამოწვეული სტრესისგან გარდაიცვალა.’’ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც’’ იყო , მაგრამ ყველგან უარით გამოისტუმრეს. დახმარება შიძლებოდა, სამწუხაროდ,ჯულიეტას მთავარი არ ჰქონდა -ექსპერტიზის დასკვნა.

ამის შემდეგ, არავისთვის მიაუმართავს, რადგან 3 წელიწადში ოთხი ოპერაცია გაიკეთა და სახლიდან ვერ გადიოდა. დღეს, უმწეობის და შვილის პენსიით ცხოვრობს. ამბობს, რომ უკიდურესად უჭირს.

Wednesday, June 2, 2010

საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაბმული ადამიანები



N8 დიდუბის საარჩევნო ოლქის N20 საარჩევნო უბანში ხალხმრავლობა დილიდან შეინიშნებოდა. განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, შესამჩნევი იყო საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტები. დაახლოებით 20

ქალბატონები სიებით ხელში

ქალბატონი, რომლებსაც ხელში გაურკვეველი სიები ეჭირათ დილიდანვე ელოდნენ იმ მხარდამჭერებს რომელთა, მონაცემები მათ სიებში ჰქონდათ დაფიქსირებული. ამ სიებთან დაკავშირებით თითოეული მათგანი სხვადასხვა პასუხებს გვაძლევდა. ზოგი ამბობდა, რომ ეს სიები ‘’მხარდამჭერთა სიები’’ იყო, რაც ყველა პარტიის წარმომადგენელებს ჰქონდათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ საკუთარ ამომრჩევლებს. უმეტესი მათგანი ცდილობდა დაემალა სიები და ფარულად ემოქმედა. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ამ ფურცლებზე ნაციონალური მოძრაობის პლაკატები ჰქონდათ გადაფარებული, და ისეთებიც ვისაც მაისური ეცვა ნომრით 5. ეს მხარდამჭერები შესასვლელთან ხვდებოდნენ არჩევნებზე მოსულ პირებს, აძლევდნენ მითითებებს და ახსენებდნენ ვისთვის მიეცათ ხმა ’’ხო იცი შიგნით რა უნდა ქნა ყველგან ხუთები’’ და იყო ასეთი შემთხვევებიც’’ რას ამაწიოკე ხომ გითხარი 1ისთვის მოვალო’’. უბნის შესასვლელთან იდგნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში და ეხმარებოდნენ ე. წ. კოორდინატორებს ამომრჩევლების დროულად მოყვანაში და ეს ხდებოდა სხვადასხვა ხერხით:ან ურეკავდნენ, ან თვითონ მიდიოდნენ და მოჰყავდათ ისინი. მათ შორის იყო ‘’დემოკრატიის ცენტრიდან’’ დამკვირვებლის სტატუსით გიორგი სამრაშვილი,რომელიც საარჩევნო უბნის გარეთ იცნობდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო მიმდინარე პროცესებში. იგი ასევე დაინტერესდა ჩვენი ვინაობით, და სხვადასხვა ხერხით ცდილობდა გაერკვია თუ რას ვიწერდით , რას და რატომ ვუღებდით ფოტოებს, და სად განთავსდებოდა ჩვენს მიერ შეგროვილი მასალა.

საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია

ასევე საკმაოდ შესამჩნევი იყო ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილი, რომლის მეპატრონეს მეტსახელად ‘’პუშს’’ ეძახდნენ. . იგი დილიდან დაახლოებით შუადღის 4 საათამდე გასამბაჟებელი ნომრით იდგა საარჩევნო უბანთან. ’პუში’’ ჩვენც გაგვესაუბრა და მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ჩვენ ჟურნალისტები ვიყავით , დაახლოებით ნახევარ საათში იგივე ავტომობილით, ოღონდ, შეცვლილი ნომრებით TST-528 მოვიდა. იგი საკმაოდ საეჭვოდ გვაკვირდებოდა და ცდილობდა სხვადასხვა ხერხით, ჩვენთან ურთიერთობაში შემოსულიყო. ‘’პუში’’ ისევე როგორც სხვა ბიჭები საარჩევნო უბნის გარეთ, ხმის დათვლის დასრულების პროცესამდე დარჩნენ.

ამ აქტიურობაში ჩართული იყო ერთი სპეცრაზმელი სამოქალაქო ტანსაცმლით , რომელიც აკვირდებოდა თუ როგორ მუშაობდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ’’თუ ისე არ მოიქცევიან როგორც დავალებული აქვთ მერე...’’. ეს ადამიანი ცდილობდა გაერკვია ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც მისთვის საეჭვო და უცხო იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა გადასულიყო სხვა საარჩევნო უბანზე რათა, იქაც გაეკონტროლებინა სიტუაცია.

სპეცრაზმელი და კოორდინატორი

საარჩევნო უბნის გარეთ მდგომ კოორდინატორებში ლიდერობდა ზეინაბ საბანაძე. მასზე,თქვეს რომ იგი უბნის კოორდინატორია, თუმცა ხმის დათვლის პროცესში ის სიაში ჩაწერეს როგორც დამკვირვებელი. ზეინაბ საბანაძე კი ასე მოქმედებდა. დილიდან იგი აქტიურად აძლევდა მითითებებს სხვა კოორდინატორებს, ჯდებოდა სხვადასხვა მანქანაში, მონაწილეობდა ამომრჩეველთა მოყვანაში. ხოლო მას შემდეგ რაც მათი ქმედება ძალზედ შესამჩნევი გახდა, მან მოუწოდა სიებით მდგარ ქალბატონებს გადასულიყვნენ გზის მეორე მხარეს.

‘’პუშის’’ ავტომობილი

ზეინაბ საბანაძე საარჩევნო უბანში დროდადრო შედიოდა, რათა საარჩევნო უბნის თავმჯდომარისთვის, ლია ზამბახიძისთვის გაურკვეველი სიები გადაეცა. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, თუ რა სიებს გადასცემდა საბანაძე თავმჯდომარეს. ამ ფაქტმა მისგან დიდი აგრესიულობა გამოიწვია. ხოლო ლიანა ზამბახიძის კომენტარი ასეთი იყო „ კაი ქალია გვეხმარება, თან საჭმლები მოაქვს ჩვენთვის“. 8 საათზე საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საბანაძე კოორდინატორი კი არა დამკვირვებელი იყო და ის ასევე ხმის დათვლის პროცესსაც ესწრებოდა.

N20 საარჩევნო უბნის კომიის წევრები იყვნენ სხვადასხვა პარტიებიდან: ლეიბორისტები, მრეწველები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ნაციონალური მოძრაობა, ეროვნული საბჭო და ჩვენ თვითონ. მაგრამ, საკმაოდ ძნელი იყო მიხვედრა რომ კომისიის წევრებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ, რადგან ისინი საკმაოდ პასიურობდნენ, არ რეაგირებდნენ არაფერზე და ემორჩილებოდნენ ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრებს.

ფობიები

ფობია რაიმე ობიექტის, სიტუაციის, ადამიანის ან ცხოველის

მიმართ ძლიერ შიშს ნიშნავს. ნებისმიერი მდგომარეობის, რომელსაც ადამიანს ეშინია შედის ფობიების კატეგორიაში. ფსიქიატრიის დირექტორის დავით ზურაბაშვილის თქმით, ფობიები გარემოსთან დაკავშირებული შიშებია, რომლებიც მდგომარეობას მიეკუთვნება და არა ავადმყოფობას.არსებობს დაახლოებით, 1000მდე სახეობის ფობიები. დავით ზურაბაშვილის აზრით, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. რაც გამოწვეულია ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებით. არსებობს სტატისტიკური მონაცემები ფობიებზე ‘’ყველა ქვეყანას რომელსაც აქვს განვითარების შესაბამისი დონე, აქვს ფობიების შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი’’. - ამბობს დავით ზურაბაშვილი.

21 წლის ნანუკა ფრენის შიშით-აეროფობიითაა დაავადებული. მისი დედა 8 წელია new-york-ში მუშაობს. შარშან, მას პირველად მიეცა დედის ნახვის საშუალება. ეს ფაქტი იმდენად გაუხარდა, რომ ეგონა შიშს დაძლევდა.ნანუკას თქმით, მან დაარწმუნა თავისი თავი, რომ შეძლებდა თვითმფრინავში ჩაჯდომას და გაფრენას. მეორე დღეს ძალიან მშვიდად გაიარა ყველა პროცედურა, სანამ თვითმფრინავს მიუახლოვდებოდა, რომლის დანახვის შედეგად დაეწყო ისტერიული ტირილი, სხეული აუკანკალდა და თავს ვეღარ აკონტროლებდა. შემდეგ, არაფერი ახსოვს რადგან გული წაუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის გამო ფსიქოლოგთან იყო, მაინც ვერ შეძლო დაედგინა მიზეზი ამ შიშისა და შესაბამისად, ვერც დაძლია ეს ფობია.

თუმცა, ამ ფაქტს ერთ-ერთ გამონაკლისად თვლის ფსიქიატრიის დირექტორი დავით ზურაბაშვილი. იგი პირიქით ურჩევს საზოგადოებას, თუ აქვთ რაიმე სახის ფობიები მიმართონ ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს და დროულად დაძლიონ შიშები, რათა ფობიები უფრო რთულ ფორმებში არ გამოვლინდეს. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები ფობიებს უქმნიან შვილებს. მაგ: 6 წლის ბავშვი , როდესაც მიდის სკოლაში ეშინია, ანუ აქვს ფობია იქ დატოვების.იმიტომ, რომ მშობლები საკმაოდ ხშირად იყენებენ ტექსტს ‘’პრიუტში ჩაგაბარებ’’, ‘’სკოლაში დაგტოვებ’’. ამიტომ, როდესაც ბავშვი მიდის სკოლაში, მას აქვს მუდმივი შიში, რომ მშობელი აღარ მიაკითხავს წამოსაყვანად.

ფობიები თანდაყოლილი არ არის. მათი პირველი გამოვლინება აუცილებლად რაიმე მოვლენის შედეგია. ამ დროს განგაში გამოწვეულია გარკვეული სიტუაციით, რომელიც მოცემულ მომენტში საფრთხეს წარმოადგენს. 25 წლის ნინოს ფანჯარასთან მიახლოების შიში აქვს. ეს ფობია მის საკმაოდ სამწუხარო ფაქტთანაა დაკავშირებული. იგი 8 წლის იყო, როდესაც მისი ბაბუა ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა. ნინოს უჭირს ამ ამბის გახსენება, და ამბობს, რომ ამის შემდეგ ვერ უახლოვდება ფანჯარას, რადგან ჰგონია რომ უნდა გადავარდეს. ამბობს რომ, ძალიან ეშინია, და იგივე განცდა ეუფლება, როდესაც სხა ადამიანი მიდის ფანჯარასთან.

ფობია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ სხვა დაავადებასთან ერთად. დავით ზურაბაშვილის თქმით, როდესაც ადამიანს აწუხებს გული და გადატანილი აქვს ინფაქტი უყალიბდება ფობია. მას ეჩვენება, რომ მუდმივად სტკივა გული. ასეთი ფობიები, თითქმის ყველა დაავადებას ახლავს თან.

გიორგის სიმაღლის შიში-აკროფობია აქვს. იგი ამ შიშს ერთ ფაქტს უკავშირებს. გიორგი ორსართულიან საკუთარ სახლში ცხოვრობს. როდესაც, 13 წლის იყო კლასელს სახლში ესტუმრა, რომელიც მე-16 სართულზე ცხოვრობდა. როგორც თვითონ იხსენებს,ფანჯრიდან გადახედვის დროს თვალები აუჭრელდა, მიზიდულობის ძალამ იმატა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სიმაღლიდან ძირს ეშვებოდა. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ იგი 26 წლის არის არცერთხელ არ ასულა მაღალ სართულზე, ან რაიმე სიმაღლეზე საიდანაც დიდი სივრცე და გადმოსახედია. იგი აღიარებს, რომ ამ ფობიამ ბევრი დაბრკოლება შეუქმნა ცხოვრებაში. მაგრამ, სამწუხაროდ ვერ ახერხებს მის დაძლევას.

ფსიქიატრ ნატა ტყეშელაშვილის თქმით, საკმაოდ განვითარებულია სოციალური ფობია ჩვენს ქვეყანაში. ეს ფობია მომწიფების ასაკში იწყება და გულისხმობს ხალხმრავლობის, ირგვლივმყოფთა შიშს. სოციალური ფობია ერთნაირი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში.ამ ფობიას ასევე ახასიათებს საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასების შიში. ასეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში თავს არიდებენ საზოგადოებას, რასაც ისინი იზოლირებამდე მიჰყავს.

ასევე გავრცელებული ფობიაა კლაუსტროფობია- ჩაკეტილი სივრცის შიში.

ეს შიში საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. ასეთი ადამიანები პანიკურ შიშში ვარდებიან ლიფტში, მატარებელში ჩაკეტილ ოთახში და ყველა იმ ადგილას, სადაც სივრცე შეიძლება რაიმე ხერხით შეიზღუდოს. ეს ფობია უკვე 2 წელიწადია გვანცას აღარ აწუხებს. პირველად ჩაკეტილი სივრცის შიში მაშინ იგრძნო, როდესაც ოთახში ჩაიკეტა. იგი იხსენებს, რომ ამ დროს ძალიან უჭირდა სუნთქვა, მატულობდა სიკვდილის შიში და გახდა არაადეკვატური. სანამ გვანცას ძმა ცდილობდა კარი გაეღო გვანცა ტანსაცმლის თაროდან ტანსაცმელებს ყრიდა გარეთ და შემდეგ ისევ შიგნით. მისი თქმით, მთელი სხეული უკანკალებდა და დარწმუნებული იყო რომ, დაიხრჩობოდა. როდესაც, მისმა ძმამ კარი გაუღო, ჯერ მთელი სახლი შემოირბინა, შემდეგ კი ეზოში გავარდა და საკმაოდ დიდხანს ცდილობდა დამშვიდებას. ამის შემდეგ, კარებს არასდროს ხურავდა, რომ არ ჩაკეტილიყო. საკმაოდ მალე ლიფტში გაიჭედა. გვანცა ამბობს რომ, აქაც განიცადა დახრჩობის შიში,მაგრამ მერე ყურადღების გადატანის მიზნით სიმღერა დაიწყო. თან ისტერიულად ტიროდა, თან მღეროდა და წარმოიდგინა, რომ სადღაც გაშლილ ადგილას იყო. თანდათან დაწყნარდა და მიხვდა, რომ ჰაერი საკმაოდ ჰყოფნიდა და არ კვდებოდა. 15 წუთის შემდეგ, გვანცა ლიფტიდან გამოიყვანეს. დღეს იგი ფიქრობს იმას რაც ადრე წარმოუდგენელი ეგონა. ‘’მთავარია შენი თავი დაარწმუნო. რომ არ გეშინია და შიშს აუცილებლად გადალახავ’’- ამბობს გვანცა.

ფსიქიატრ ნატა ტყეშელაშვილის თქმით, ადამიანს ცხოვრების მანძილზე სხვდასხვა ასაკში სხვადასხვა ფობიები უყალიბდება. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატარა ბავშვს ეშინია ბაღში წასვლის, შემდეგ სკოლაში წასვლის. აუცილებელია ამ დროს ფსიქიატრის დახმარება, რათა ეს ფობიები სწრაფად იქნეს აღმოფხვრლი. სტუდენტს აქვს გამოცდის ჩაუბარებლობის შიში რადგან, აქ წყდება მისი ბედ-იღბალი. ადამიანს, რომელსაც ერთ წლიანი კონტრაკტი აქვს დადებული და ეს ვადა უმთავრდება ეწყება შიში გაუგრძელებენ თუ არა ხელშეკრულებას. მსგავსი ფობიები ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ ხშირია.

ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორ დავით ზურაბაშვილის თქმით, ფობიებს უარყოფითთან ერთად დადებითი მხარეებიც აქვს. იგი თვლის, რომ ზომიერი ფობიების არსებობა სავალდებულოა. რადგან, მისი ერთ-ერთი ელემენტი წინსწრაფვისა და სიძლიერის გადალახვის სურვილია.

Saturday, May 29, 2010

‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო’’ მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

25 მაისს, ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო’’_ მ წინასაარჩევნო პერიოდში ახალი დარღვევების შესახებ ბრიფინგი გამართა.. მათ მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც 5 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით დარღვევებს ეხება. ბრიფინგზე დაახლოებით 17 დარღვევა იყო განხილული, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებზე და ამომრჩევლებზე ზეწოლას, საჯარო მოხელეების მონაწილეობას წინასაარჩევნო აგიტაციაში და საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას ეხებოდა.

‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ წარმომადგენლების თქმით, ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია, რეგიონული კოორდინატორების, ჟურნალისტების, სამოქალაქო წარმომადგენლების, საჯარო მოხელეების და პარტიების აქტივისტების მიერ არის მოწოდებული. თითოეული ფაქტი, რამდენიმე წყაროსთანაა გადამოწმებული.

შუალედური ანგარიშიდან მოწოდებული ინფორმაციით, 23 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების გურიანთის, მერიის და ოზურგეთის რწმუნებულების სამუშაო კაბინეტები ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ საარჩევნო პლაკატებით იყო სავსე.. სოფელ გურიანთის რწმუნებულმა ბახვა კვერღელიძემ ‘’გურია ნიუსთან’’ საუბარში განაცხადა, რომ შენობა წარმოადგენს შტაბს. მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ინტერიერსა და ექსტერიერში( საქართველოს ორგანული კანონი ‘’საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი). ასეთი მონაცემებითაა გადატვირთული სოფელ მერიის რწმუნებულის ვაჟა ჩანჩინაძის და სოფელ ოზურგეთის რწმუნებულის გრიგოლ ჩხაიძის სამუშაო მაგიდაც.

‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ კობალაძის თქმით, კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა 14-17 მაისს, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთ ‘’ბათუმური ქრონიკებში.’’ სადაც პირველ გვერდზე გამოტანილი იყო ყველა პოლიტიკური მოძრაობის საარჩევნო ნომერი და სლოგანი. იგი აღნიშნავს, რომ გარდა კანონის დარღვევისა პოლიტიკური სუბიექტთა რიგითობა არ იყო დაცული, მათი რიგითი ნომრების მიხედვით,ამიტომ საეჭვო გახადა იმ გაზეთის ობიექტურობა, რომელიც საჯარო თანხით ფინანსდება.

ბრიფინგზე ასევე ისაუბრეს 5 მაისიდან 25 მაისამდე ბლოკი ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’ ზეწოლის რამდენიმე ფაქტზე.. კერძოდ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ფერაძე,რომელიც ტრაქტორისტად მუშაობდა სამსახურიდან დაითხოვა ამავე სოფლის რწმუნებულმა.‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ კანდიდატმა გია არევაძემ, შალვა ფერაძეს გათავისუფლების მიზეზად ოპოზიციონერობა დაასახელა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელ ვახტანგ კობალაძის თქმით, მესტიაში, ყვარლის რაიონის სოფელ ქვემო ომალოში, ოზურგეთის რაიონის რამდენიმე სოფელში და კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებს.

საერთაშორისო გამჭვრვალობა საქართველოს წინასაარჩევნო მონიტორინგი 15 მარტიდან დაიწყო. პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თქმით, ყველაზე მეტი საჩივარი ‘’ეროვნული საბჭოდან’’ და ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’ იყო შემოსული.

მისი თქმით, წინასაარჩევნო დარღვევების უმეტესება რეგიონებიდან მოდის. რადგან,ქალაქისგან განსხვავებით, რეგიონებში გაცილებით ადვილია ამომრჩეველზე ზეწოლა. ნინა ხატისკაცს მოჰყავს მაგალითი სკოლებზე.მისი აზრით,ადგილობრივი თვითმართველობას უშუალოდ არ ექვემდებარება სკოლა. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ სკოლის მასწავლებლებზე და ეს უფრო მარტივად ხდება სოფელში. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა, ხარაგაულის რაიონის სოფელ აწყურში. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან ზეწოლა განხორციელდა ამავე სკოლის მასწავლებელზე , რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია ბლოკიდან ‘’ალიანსი საქართველოსთვის’’. ასევე მასწავლებელზე ზეწოლას ადგილი ჰქონდა ქალაქ გორში.

ნინა ხატისკაცის თქმით, თბილისში ასეთი ტიპის ზეწოლა უფრო შეზღუდულია მასშტაბებიდან გამომდინარე. აქ,სკოლის მასწავლებლების არჩევანის დადგენა უფრო რთულია. თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში შეინიშნება სხვა სახის დარღვევები. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ფინანსური რესურსების ალოკაცია და პენსიონერების ან სხვადასხვა ჯგუფების დახმარება.’’ თბილისში ცდილობენ უფრო ცივილური მეთოდებით ამომრჩეველთა მოსყიდვას, თანხებით ან ერთჯერადი მოსყიდვებით ან კორპუსის მამასახლისების საშუალებით’’- ამბობს ნინა ხატისკაცი.. მისი აზრით, საცხოვრებელ კორპუსებში საარჩევნო პლაკატების გაკვრა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ არის ხელშეკრულება გაფორმებული კორპუსის კოორდინატორს და პარტიას შორის. მათი გადამოწმებული ინფორმაციით, პლაკატებთან დაკავშირებით ხელშეკრულებები არ იდება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო არჩევნებამდე კიდევ ერთ ანგარიშსს მოამზადებს, ხოლო არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია გამოაქვეყბნებს საბოლოო ანგარიშსს, რომელშიც ასახული იქნება მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ყველა დარღვევა და წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები მათი პრევენციისთვის.

Thursday, December 24, 2009

ქალები მეთადონის პროგრამებში


ქალ

ბოლო 5 წლის განმავლობაში,ნარკომან ქალთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მათი რაოდენობა მეთადონის პროგრამებში საკმაოდ უმნიშვნელოა. სამედიცინო ცენტრ ‘’ურანტის ‘’ ხელმძღვანელ ზურა სიხარულიძის თქმით, ქალები მკურნალობაზე უარს აცხადებენ იმის გამო, რომ არ სურთ ამის აფიშირება. თბილისში მეთადონის ხუთი ცენტრი არსებობს. ამ პროგრამებში მაქსიმუმ 10 ქალს გაუვლია მკურნალობის თერაპია.

2009 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებს ჩანაცვლებითი თერაპიის 15 პროგრამა, რომლებიც, 1200 ზე მეტ ოპიოიდებზე(ჰეროინი, მორფინი) დამოკიდებულ ადამიანს ემსახურება.2005 წელს გლობალური ფონდის ხელშეწყობით დაინერგა პილოტური ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა. ფონდი შიდსით და ნარკომანიით დაავადებულ 2 პროგრამას მთლიანად აფინანსებს. ფასიან პროგრამებში პაციენტი თვეში 150 ლარს იხდის, დანარჩენს კი 2008 წლიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ნარკოლოგ თათა ასათიანის თქმით, ქალებში ინექციური გზით ნარკოტიკების მოხმარება საგრძნოლად გაზრდილია. თუმცა, ისინი მეთადონის პროგრამაში ჩართვას თავს არიდებენ. მათი მკურნალობისადმი მოთხოვნილება საკმაოდ მცირეა. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები მეტად მიდრეკილნი არიან ისეთი ფსიქოპათოლოგიური დარღვევების მიმართ, როგორიცაა მომატებული შფოთის დონე , დეპრესია და სტრესი.რის გამოც, ისინი არასამედიცინო მიზნით მოიხმარენ საძილე საშუალებებს. ამის გარდა, მათ ჰყავთ ნარკომანი პარტნიორები, ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, უფრო მეტად ჩართული არიან ჯგუფურ მოხმარებაში, რაც ხდება მიზეზი აივ ინფიცირებული ქალთა რიცხვის ზრდისა. ქალები უფრო ხშირად ხდებიან დამოკიდებული ისეთ ნივთიერებებზე, როგორიცაა ოპიოიდები, კანაბისი(პლანი), ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტები. ყოველივე ეს ქალებში იწვევს მენსტრუალური ციკლის მოშლას. ამ დროს დიდია დაუგეგმავი ფეხმძიმობის განვითარების რისკი.

თათა ასათიანის აზრით, საქართველოში ქალთა ნარკომანიის თავისებურება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე , რომ მათ რცხვენიათ, დანაშაულის გრძნობა ეუფლებათ, ეშინიათ ოჯახის დანგრევის. ისინი კაცებისგან განსხვავებით, არ არიან დარწმუნებული სამედიცინო მომსახურების კონფედენციალურობაში. მათ ურჩევნიათ არ მიმართონ კლინიკებს დახმარებისთვის. ამის გარდა, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მწირია საზოგადოების გათვიცნობიერება ქალთა წამალდამოკიდებულების შესახებ. მისი აზრით, არ არსებობს მკურნალობის სახეები და სერვისები, რომლებიც მიმართული იქნება ქალების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე.

ფსიქოლოგ თამრიკო ქუთათელძის აზრით, ქალებთან ურთიერთობაში შესვლა და მათი დახმარება ბევრად უფრო რთულია ვიდრე კაცებთან. მათ უფრო მძიმე ფორმით აქვთ ეს დაავადება. ქალებთან სწრაფად ხდება როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური დამოკიდებულება. მათ ძალიან უჭირთ სიამოვნებაზე უარის თქმა. მიზეზები ძირითადად ინტერესი და მოდის აყოლაა.ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებს, რომლებთანაც აქვს ურთიერთობა ადამიანს.ქალები გაღიზიანებულები და აგრესიულები არიან. მეტი დროა საჭირო,რომ მათი ნდობა დაიმსახურო. ფსიქოლოგ თამრიკო ქუთათელაძის დაკვირვებით, კაცები უფრო შემოდიან კონტაკტში ვიდრე ქალები. ფსიქოლოგების მიზანია პირველ რიგში მოტივაცია შეუქმნან პაციენტებს,რატომ უნდა დაანებონ თავი ნაროტიკს. სამწუხაროდ,ამ მიზანს ხშირ შემთხვევებში კაცებთან უფრო ვაღწევთ.- ამბობს თამრიკო ქუთათელაძე. კრიმინალურად ქალები ისევე ჩართულები არიან როგორც კაცები. ხშირია მათი დაპატიმრებებიც. ფსიქოლოგის თქმით, მეთადონის პროგრამის ზედამხედველების საბჭომ გამონაკლისი დაუშვა და ჩანაცვლებით თერაპიაში ჩასვა 23 წლის ნინო(ანონიმურობა დაცულია) მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამაში მოსახვედრად არანაკლებ 25 წლის უნდა იყო. თამრიკო ქუთათელაძის თქმით, გოგონა 13 წლიდან მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს, ჰქონდა ძალიან მძიმე ცხოვრება და მშობლებმა იძულებით ჩასვეს იგი მეთადონის პროგრამაში. 3 თვის შემდეგ მას დიდი რაოდენობით სუბუტექსი აღმოუჩინეს. ნარკოტიკების უკანონოდ შეძენის, მოხმარების და გასაღებისთვის 12 წელი მიუსაჯეს.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ნარკომანია საქართველოში არ არსებობს. არაოფიციალურად ძირითადად ერთნაირი ციფრები სახელდება.250 000-დან 350 00-მდე ადამიანი. აქედან 80 000-მდე ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელია-ამბობს ზურა სიხარულიძე.

სამედიცინო ცენტრ ‘’ურანტი’’ ხელმძღვანელ ზურა სიხარულიძის თქმით, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია იმ პირებისთვისაა, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოიხმარენ ოპიოიდებს და რომლებმაც მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლეს არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე თავის დანებება. პროგრამის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ფსიქო-სოციალური დახმარება, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს აღადგინოს ოჯახური და პროფესიული კონტაქტები დასაქმდეს და საბოლოოდ მოხდეს მისი სამედიცინო რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. მისი თქმით, მეთადონი არის ოპიოიდური საშუალება, რის გამოც მას შეუძლია ჩაანაცვლოს სხვა ნარკოტიკები ამის გარდა, მეთადონი მოქმედებს მიღებიდან საშუალოდ 24 საათის განმავლობაში. ზურა სიულიძის თქმით, მეთადონი არ იწვევს ეიფორიას. ადამიანი მისი მიღების შემდეგ, ფხიზელია და შეუძლია იცხოვროს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. თუმცა მოიხმარს ნარკოტიკს, მაგრამ მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მისი აზრით, ეს პროგრამა გარდამავალი ეტაპია ნარკომანისთვის. როდესაც ის ინექციური ( ნემსის გაკეთება) გაკეთებიდან გადადის პეროლარულ(თხევადი, ტაბლეტური) საშუალებებზე. ამით პაციენტები სცილდებიან კრიმინალურ საქმიანობებს და ემზადება, რომ თავი დაანებოს ნარკოტიკს. მეთადონს განსაკუთრებით მისი დიდი დოზით დანიშვნისას გააჩნია გვერდითი მოვლენები. საზიანოა ღვიძლისა და გულსისხლძარღვებისთვის. ასევე დიდია ზედოზირების რისკიც. თუ პაციენტი ალკოჰოლს ან სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს. ‘’ჩანაცვლებითი თერაპია არ ნიშნავს რომ ადამიანი განკურნებულია’’_ ამბობს ზურა სიხარულიძე.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, მეთადონის პროგრამის კოორდინატორ ხათუნა თოდაძის თქმით,ჩანაცვლებით პროგრამებში ქალთა რაოდენობა ძალიან მცირეა. მთელ საქართველოში არსებული კლინიკებიდან მხოლოდ 6 ქალი არის დაფიქსირებული, ისიც ადასტურებს ნარკომანი ქალების რიცხვის ზრდას. მათი საშუალო ასაკი 18 დან 40 წლამდე მერყეობს. ისინი ძნელად წყვეტენ მკურნალობის დაწყებას, რაც ძირითადად ანონიმურად ხდება.


Sunday, November 1, 2009

***


ის რომ, დღეს ნათია კაპანაძე (სახელი, გვარი და პროფესია შეცვლილია) ერთ-ერთი ქართული სერიალის წამყვანი მხატვარ-დიზაინერია ეს ყველამ იცის. მისი წარსულის შესახებ, მხოლოდ ახლობლებმა.’’არ მინდა ვინმეს შევეცოდო, და საკუთარი მიზნებისთვის გამომიყენოს’’ ამბობს ნათია. სწორედ ამიტომ, მან უარი უთხრა რანდენიმე წამყვანს გადაცემაში მონაწილეობაზე. ფიქრობს, რომ მისთვის არ იქნება სასიამოვნო წარსულზე სახალხოდ საუბარი.

ნათიას ისტორიაც ისეთივე ბანალურია, როგორც სხვა გაჭირვებული ბავშვების. მას უკიდურესი სიღარიბის გამო, მე2 კლასიდან ქუჩაში ყოფნა, გაზეთების და სანთლების გაყიდვა, რესტორნებში შეპარვა და უამრავი შეურაცხყოფის ატანა უწევდა. კეთილ ადამიანებს არ ივიწყებს, თუმცა ეს ფრაზები მუდამ ახსოვს: ’’უპატრონოო’’ ‘’დედა არ ჰყავს ამ უბედურს?...’’ მისი ტანჯვა შემთხვევით(მეგობარს გაჰყვა) ცენტრ ’’ბეღურებში’’ მოხვედრით დამთავრდა. არასამთავრობო ორგანიზაცია’’ბავშვი და გარემოს“ პრეზიდენტმა ნანა იაშვილმა დარჩენა შესთავაზა. 10 წლის ნათია მიხვდა, რომ ეს მისი მდგომარეობის ყველაზე კარგი გამოსავალი იყო. დედის მონახულება მას შაბათ-კვირას შეეძლო. სხვა არავინ არ ჰყავდა. როგორც თავად იხსენებს, ძალიან გაღიზიანებული იყო და აგრესიას ვერ მალავდა ბავშვების და უფროსების მიმართ. მაგრამ დროთა განმავლობაში, ცენტრში ყოფნამ, მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ნათიამ შეძლო აღმოეფხვრა ყველა მავნე ჩვევები და აქტიურად ჩაება ‘’ბეღურების’’ საქმიანობაში. ცენტრში მომუშავე პედაგოგებმა, მას ხატვის განსაკუთრებული ნიჭი შეამჩნიეს. ამასთან ერთად ის N44 სკოლის გამორჩეული მოსწავლე იყო. ნათიას რამოდენიმე გამოფენა ჰქონდა, რომლის ნახვით უცხოელი სტუმრები და დამფინანსებლები ემოციებს ვერ ფარავდნენ.’’ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც მეტი მინდოდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი’’ ამბობს იგი.

გასაკვირი არ არის, რომ ნათია უფასოზე ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში. მას ‘’ბავშვი და გარემოს’’ დამფინანსებლებმა, ნანა იაშვილის აქტიურობით, ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნეს. სწავლის პერიოდში უკვე დასაქმებული იყო სხვადასხვა წიგნების, ჟურნალების დიზაინის გაფორმებით. მან წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია და საკმაოდ წარმატებულ ადამიანად ითვლება.

თუმცა, ‘’ბავშვი და გარემოს’’ პრეზიდენტის განცხადებით,მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება რისკის ზღვარზე მყოფი ბავშვების ელემენტარული განათლება და ჩამორჩენის დაძლევაა, საკმაოდ მცირე ირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში.

საქმე იმაშია, რომ ცენტრებში მოხვედრილი ბავშვების უმრავლესობას სრულყოფილებამდე ეტაპების გადალახვა უწევთ. ისინი ცხოვრებიდან გამომდინარე სტრესში იმყოფებიან და უჭირთ ადვილად რეაბილიტაციის გავლა. უმეტეს მათგანი ვერ ითვისებს წერა-კითხვას, არის გონებრივად ჩამორჩენილობის ხშირი შემთხვევებიც. ამიტომ, მათთვის ისიც კი რთულია 9 კლასის განათლება მიიღონ. ‘’მე შემიძლია ვთქვა 100 ბავშვიდან უმაღლესი განათლება შეიძლება 5% მიიღოს’’. მისი წარმატებით გამოყენების მაგალითი, კი მხოლოდ ნათია კაპანაძეა. ის გამოირჩეოდა ნიჭიერებით, მიზანდასახულობით... დახმარების ხელმაც არ დააყოვნა და შედეგიც მოიტანა. სამწუხაროდ, ასეთი ბავშვები ძალიან ცოტაა თბილისის, რუსთავის და ჭიათურის ცენტრებში. ნანა იაშვილის თქმით, ძირითადი ყურადღება არაფორმალურ განათლებას (ხატვას, კერვას, სტილისტობას... ) ექცევა, რათა ბავშვი დაეუფლოს ისეთ პროფესიას, რაც მას უფრო დაეხმარება არსებობაში ვიდრე უმღლესში ჩაბარება. არასამთავრობო ორგანიზაცია უპირატესობას ხელობის შესწავლას ანიჭებს, რომ ბავშვმა ადვილად იპოვოს ცხოვრებაში ადგილი. ნანა იაშვილის აზრით, ასეთი მიდგომა უფრო უადვილებთ მათ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებას. წელს პროფსასწავლებელ ‘’იკარუსთან’’ თანამშრომლობით, რომელიც სასტუმროების მომსახურე პერსონალს ამზადებს, 8 ბავშვი სასტუმრო’’რედისონში’’ დასაქმდა საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. ცენტრებში ფსიქოლოგების და პედაგოგების დაკვირვებით ხდება ბავშვის უნარის და შესაძლებლობების განსაზღვრა. თუ გამოიკვეთა რომელიმე მათგანი განსაკუთრებული ნიჭიერებით, ამ ფაქტს დადებითად აფასებენ და ყველანაირად შეუწყობენ ხელს , რომ მან უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს. მისი წარმატებული მომავლისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ასეთი მაგალითი, დღესაც არის აჩიკო გულისაშვილი, რომელიც მათემატიკური ნიჭით გამოირჩევა. ჯერ სკოლის მოსწავლეა, მაგრამ გარშემომყოფები მასში დიდ მომავალს ხედავენ. გამორჩეული ბავშვები ორგანიზაციის პრესტიჟს უფრო ამაღლებენ. ბევრი მათგანი ოცნებობს ( მაგ. უნდა მსახიობი იყოს)რასაც მომუშვე პერსონალი მიესალმება. პედაგოგების აზრით, ერთია ოცნება და მეორე რეალობა.მთავარია ბავშვს სურვილი არ ჩაუხშო და სხვა რაღაცით დააინტერესო. ყველაზე რთული იმის დადგენაა რა შეუძლიათ და რა უფრო მეტ სარგებლობას მოუტანთ მათ . ‘’მაინცდამაინც უმაღლეს განათლებზე არ არის ლაპარაკი. ყველამ ის განათლება უნდა მიიღოს რაც შეუძლია’’- ამბობს ქალბატონი ნანა.
ამის გარდა, უამრავ სხვა პრობლემას ვაწყდებით. ‘’ბავშვი და გარემოს’’ პრეზიდენტის თქმით, ასეთი ბავშვები სახელმწიფო პროგრამებში გათვალისწინებული დღემდე არ არიან. განათლების სამინისტრო მიზეზად უსახსრობას ასახელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსებიდან (1997წ.დან) სახელმწიფო მათ არ უშლის საქმიანობას, მაგრამ მხოლოდ მორალური მხარდაჭერით შემოიფარგლება. ‘’ბავშვი და გარემო’’ მთლიანად დამოკიდებულია უცხოელების დაფინანსებაზე. ამიტომ, მათ თითოეული ბავშვის განათლების მისაღებად დონორების მოძიება უწევთ.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს სპეციალისტის ნათია გორგაძის თქმით, 2009 წლის 1 იანვრიდან ყველა განათლების სოციალური სახელმწიფო პროგრამა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში იქნა გადატანილი. ნათია თანხმდება 2009 წლამდე განხორციელებული სოციალურად დაუცველი ბავშვების პროგრამებზე ინფორმაციის მოწოდებას, მაგრამ ჩაწერაზე უარს აცხადებს. მიზეზად არაკომპეტენტურობას ასახელებს ამ საქმეში. ზუსტად იგივე მიზეზით ინტერვიუზე არ თანხმდება განათლების სამინისტროს PR მენეჯერი მარიკა ბესამია: ‘’ჩვენ ყველა ეს პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს გადავეცით’’. ჯანდაცვის სამინისტროს PR მენეჯერის სოფო გვალიას თქმით, მათ მხოლოდ სოციალური ‘’ შვილად აყვანის ‘’ პროგრამა ეხებათ. კითხვაზე თუ არის რაიმე პროექტი განხორციელებული თავშესაფარში მცხოვრებ უპატრონო ბავშვების უმაღლეს განათლებაზე ქალბატონი მარიკა პასუხობს: ‘’რათქმაუნდა არა’’.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზე (http://www.mes.gov.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=1&id=1856 )დადებული ინფორმაციით, 15 სექტემბერს განათლების და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ გრანტების შესახებ ბრიფინგი გამართა. 2009-2010 სასწავლო წლისათვის უმაღლესში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებისთვის გამოყოფილია 1 073 000 ლარი. ეს თანხა გადაეცემათ სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებს. ამ ჩამონათვალის მე-5 და მე-6 პუნქტში ვკითხულობთ:
30 უდედმამო სტუდენტს, და მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრებს;
6 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
იმ სტუდენტებს რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000.
განცხადებების მიღება 2009 წლის 7 ოქტომბერს დასრულდა.

ამ პროგრამაში გათვალისწინებული არ არიან არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ბავშვი და გარემოს’’ ბავშვები. განათლების სამინისტროს თანამშრომელ ნათია გორგაძის თქმით, მსგავს ორგანიზაციებზე პასუხისმგებლობას ისინი არ იღებენ.