Monday, March 21, 2011

სხვა გარდაცვალება








‘’ჩქარა ნიჩბები!!! ყველა გაოგნებული იყო და ხმას ვერ იღებდა. სიჩქარისგან დედამისს ზედ დაამარხეს“- სოფელ მარანაში, ომის პერიოდში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, სამი წლის შემდეგ, გარდაცვლილის მეუღლე ჯულიეტა სეთიშვილი გვიყვება. 49 წლის ჯიმშერ სომხიშვილს, გულის მანკი აწუხებდა და სტრესისგან გარდაიცვალა.

ქალბატონმა ჯულიეტამ, ომის დაწყების შესახებ, 6 აგვისტს შეიტყო. სოფელში ხმა გავარდა სახლებს ძარცვავენო, ამიტომ სომხიშვილებმა ყველა კარები ღია დატოვეს. 12 აგვისტოს მათ, სამი ჯარისკაცი ესტუმრა.ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი მიუშვირა და სახლში სთხოვა შეყვანა. ბატონმა ჯიმშერმა, რუსული არ იცოდა. მათ ჯულიეტას გამოჰკითხეს, ჰყავდათ თუ არა ოჯახში სხვა წევრი? რა სჭირდა მის მეუღლეს? და წასვლა დააპირეს. ქალბატონმა ჯულიეტამ ისინი გააცილა. სახლში შემოსულს ოთახები არეული დახვდა. ქმარი კი საშინლად ანერვიულებული. ქალბატონი ჯულიეტა იხსენებს, როგორ უკანკალებდა მის მეუღლეს მთელი სხეული და ტუჩები სულ ჩაშავებული ჰქონდა.

13 აგვისტოს დილას სოფლის მაცხოვრებლები ჯულიეტას ბაღის ბოლოში მდგარ რუსის ჯარისკაცებს მოელაპარაკნენ. რუსები მათ ცხინვალში გადაყვანას შეპირდნენ. შეკრება საღამოს დაიგეგმა.’’ხალხი ისეთი შოკირებული იყო ყველგან წავიდოდა’’-ამბობს ქალბატონი ჯულიეტა. მეუღლე ვერ დაიყოლია წასვლაზე. ბატონმა ჯიმშერმა იგი სახლიდან გააგდო და კარი ჩაუკეტა. გარეთ გასული ჯულიეტა შეკრებილი ხალხისკენ გაემართა. რამოდენიმე წუთში მას მეუღლეც გამოჰყვა: ‘’ მომდევდა, მესმოდა მისი გულის გახშირებული სუნთქვა, თითქოს ხროტინებდა, მივიხედე სკამზე დაჯდა და უცებ გადავარდა.’’ქალბატონი ჯულიეტა იხსენებს, როგორი გაოგნებული იყო და ხმას ვერ იღებდა. მეზობლებიც ვერ მიხვდნენ როგორ ემოქმედათ. მან იცოდა ვერ იყვირებდა, რუსების ჯარი ძალიან ახლოს იყო და ისედაც შეშინებულ ხალხს, უარესად ვერ ააღელვებდა.შემდეგ, ყველაფერი ჩუმად მოხდა. მეზობლებმა მისი მეუღლე პლედში გაახვიეს და დედამისს სისწრაფისგან ზედ დაამარხეს. ჯულიეტა ამბობს, რომ შოკისგან ვერ მიხვდა როგორ მოქცეულიყო, და დღმდე საშინლად განიცდის, რომ ვერ შეძლო ქმრის დატირება. დასაფლავების შემდეგ, სოფლის მცხოვრებლები რუსებისკენ გაემართნენ, მაგრამ მათ გადაწყვეტილება შეცვალეს და სოფლის მოსახლეობა უარით გამოისტუმრეს. რუსი ჯარისკაცები დაპირდნენ, რომ არაფერს დაუშავებდნენ. გამწარებულმა და უიმედოდ დარჩენილმა ხალმა სოფელ ნაწრეტისკენ აიღო გეზი. ჯულიეტა კი სოფელში დარჩა.. მენჯის ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და ყავარჯნებით დადიოდა. მთელი სხეული ძალიან სტკიოდა და მხოლოდ დგომა ან წოლა შეეძლო. შიშისგან სახლში ვერ შედიოდა და როგორც თვითონ ამბობს, მწოლიარე მდგომარეობაში, ოთხი ღამე ბაღში, ხის ქვეშ გაათნა . შემდეგ მარტოობას შეეჩვია და სახლშიც გაბედა შესვლა. სოფელში, მის უბანში, მხოლოდ ორი მოხუცებული და ერთი ბიჭი იყო. ბიჭის დახმარებით მან შეძლო მეუღლის გადმოსვენება. ამბობს, რომ აქამდე არც უფიქრია, მხოლოდ გადმოსვენების დროს შეატყო ქმარს რომ ფეხზეც კი არ ეცვა და საშინლად იყო გახრწნილი.

ჯულიეტა სეთიშვილი ამბობს, რომ მატერიალურად ძალიან უჭირს. მარტო დარჩენილი მწირ კომპენსაციაზეც კი თანახმა იყო, ოღონდ თავისი ქალიშვილი ერჩინა.

მეზობლებმა უთხრეს, რომ სოფელ ტყვიავში ვისაც კი ოჯახის წევრი დაუხვრიტეს ყველას დაეხმარებოდნენ. დახმარების იმედით, ჯულიეტა 5 სექტემბერს, სოფელ ტყვიავის რწმუნებულის სპეციალისტს, ნინო კორინთელს შეხვდა , რომელმაც ოქმი შეუდგინა.

ოქმში, რომელიც ქალბატონ ჯულიეტას დღმდე შენახული აქვს, წერია, რომ ჯიმშერ სომხიშვილი ნერვიულობის ნიადაგზე საომარი მოქმედებების დროს გარდაიცვალა. გამგებელს ომარ ხაბაზიშვილს უნდა გადაეწყვიტა ჯულიეტას ბედი. იგი ერთ კვირაში დაიბარეს. გორში მეორეჯერ ჩასულს სულ სხვა ოქმი დაახვედრეს, სადაც ეწერა, რომ მისი მეუღლე გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაიცვალა. ქალბატონი ჯულიეტა იხსენებს, როგორ დამცირებულად იგრძნო თავი. მან ბევრჯერ სცადა დაემტკიცებინა, რომ მისი მეუღლე ომის შედეგად გამოწვეული სტრესისგან გარდაიცვალა.’’ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც’’ იყო , მაგრამ ყველგან უარით გამოისტუმრეს. დახმარება შიძლებოდა, სამწუხაროდ,ჯულიეტას მთავარი არ ჰქონდა -ექსპერტიზის დასკვნა.

ამის შემდეგ, არავისთვის მიაუმართავს, რადგან 3 წელიწადში ოთხი ოპერაცია გაიკეთა და სახლიდან ვერ გადიოდა. დღეს, უმწეობის და შვილის პენსიით ცხოვრობს. ამბობს, რომ უკიდურესად უჭირს.

No comments:

Post a Comment